სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-14 ტურში ნაპოლი ტორინოს ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 80 წუთი გაატარა.
ქართველმა შეხვედრის ერთადერთ გოლში მონაწილეობაც მიიღო. 31-ე წუთზე ხვიჩას პასის შემდეგ ანგარიში სკოტ მაკტომინეიმ გახსნა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ნაპოლის 3 ქულაც მოუტანა.
მატჩის დარჩენილ ნაწილში ნაპოლიმ უპირატესობა შეინარჩუნა და ანტონიო კონტეს გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
პარტენოპეი მე-14 ტურის შემდეგაც სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩება. გუნდს 32 ქულა აქვს.
კვარაცხელიამ Sofascore-სგან ტორინოსთან მატჩში 7.5 შეფასება დაიმსახურა. ხვიჩას სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები