-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერი, ლამინ იამალი, ტრავმირებულია.
კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 17 წლის შემტევმა დაზიანება ლეგანესთან გუშინდელ მატჩში (0:1) მიიღო.
გამოკვლევამ დაადასტურა, რომ იამალს ტერფის მყესი აქვს დაზიანებული, რის გამოც 3-დან 4 კვირამდე გაუცდება.
დიდი ალბათობით, იამალი ბარსელონას ესპანეთის სუპერთასის მატჩების შემდეგ დაუბრუნდება, რომელიც 8-12 იანვარს არის დაგეგმილი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები