Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონაში ჩავის შემცვლელებზე აქტიურად ფიქრობენ.
შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს ესპანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ბარსელონას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბარსას სასურველი მწვრთნელების სიაში სამი კანდიდატია.
ერთ-ერთი მათგანი - ჰანსი ფლიკია, რომელმაც ბაიერნთან ერთად ტრებლი შეასრულა. ახლახანს მან აგენტი შეცვალა. ამიერიდან მის ინტერესებს პინი ზაჰავი იცავს, რომელიც ჟოან ლაპორტასთან ძალიან ახლო ურთიერთობაშია და ასევე, რობერტ ლევანდოვსკის აგენტიც არის.
გერმანელი სპეციალისტი ესპანურს აქტიურად სწავლობს და იცის, რომ კლუბი მისი დაპატიჟებით დაინტერესებულია.
მეორე კანდიდატი - თომას ტუხელია, რომელმაც ბაიერნში სკამის შერყევის შემდეგ, საკუთარი კანდიდატურა ბარსელონას თავად შესთავაზა.
ასევე განიხილება იულიან ნაგელსმანის ვარიანტიც, რომელიც ევრო 2024-ს შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. ახალგაზრდა სპეციალისტი დიდი პრესტიჟით სარგებლობს.
მთლიანობაში, ბარსაში გერმანულ სამწვრთნელო სკოლას ძალიან აფასებენ. ფლიკის სასარგებლოდ მოქმედებს ის ფაქტი, რომ ის ახლავეა უკლუბოდ და ასევე, ტიტულების დიდი ფარეხი უმაგრებს ზურგს.
კომენტარები
15 საათის წინ
19 საათის წინ
2 საათის წინ