მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, დაანონსებულ ტრანსფერზე ნათქვამი სიტყვები განმარტა.
Mundo Deportivo-ს გალა საღამოზე კლუბის მეთაურმა დასძინა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბარსელონა ერთი ტრანსფერის დახურვას აპირებს. თუმცა, ახლა თავისი სიტყვები სხვანაირად ახსნა:
„არა, მე თანმხლები ტრანსფერი ვიგულისხმე - ნიკოს სიტიში გადასვლა." - აღნიშნა ლაპორტამ.
როგორც ცნობილია, ბარსას აღზრდილი ნიკო გონსალესი პორტოდან მან სიტიში 60 მილიონ ევროდ გადადის. კატალონიელებს, რომლებმაც 2024-ში ფეხბურთელი 8.4 მილიონ ევროდ გაყიდეს, ამ გაყიდვიდან 40% ეკუთვნით - 24 მილიონი ევრო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები