Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლაუტარო მარტინესმა მილანის ინტერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე გააკეთა კომენტარი:
"ახალი კონტრაქტი? ჯერ სიახლე არაა. მოლაპარაკებები გვაქვს და შეთანხმებაზე ვმუშაობთ."
"ჩვენს სწორ გზაზე ვართ, ინტერში ბედნიერი ვარ და სანერვიულო არაფერია, ჩვენ უბრალოდ უნდა დავილაპარაკოთ და შეთანხმებას მივაღწიოთ."
არგენტინელი თავდამსხმელი სერია ა-ში საოცარ სეზონს ატარებს, მას 19 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს, ინტერმა კი გუშინ იუვენტუსი 1-0 დაამარცხა და მდევარს 4 ქულით გაასწრო, ნერაძურის ამასთან ერთად ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ