Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 26-ე ტურში ინტერი ლეჩეს ესტუმრა და მეტოქე 0-4 გაანადგურა.
მილანელების მხრიდან გოლები ლაუტარო მარტინესმა (2), დავიდე ფრატეზიმ და სტეფან დე ვრაიმ გაიტანეს.
ინტერმა სერია ა-ში მოგებულ ზედიზედ 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, რაც 1947 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
ასევე ნერაძურიმ ზედიზედ 20 გასვლით შეხვედრაში მოახერხა გოლის გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
აღსანიშნავია, რომ სერია ა-ში 100-გოლიანი ნიშნული გადალახა ლაუტარო მარტინესმა, რომლის ანგარიშზეც ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკვე 22 გოლია. არგენტინელი ბომბარდირთა დავაში დუშან ვლაჰოვიჩს 7 გოლით უსწრებს.
ამასთან ბოლო 65 წელიწადში ლაუტარო გახდა მე-5 მოთამაშე, რომელმაც სერია ა-ში ზედიზედ 3 სეზონში 20 გოლზე მეტი გაიტანა. აქამდე ეს გაბრიელ ბატისტუტამ, ანტონიო დი ნატალემ, ედინსონ კავანიმ და კრიშტიანუ რონალდუმ შეძლეს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ