Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაფა ლეაუს გოლი რენთან მილანის შემადგენლობაში მისთვის 50-ე აღმოჩნდა.
პორტუგალიელ შემტევს ამ შედეგის დასაფიქსირებლად 192 მატჩი დასჭირდა. 50 გოლთან ერთად მას 45 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
ლეაუ როსონერიში 2019 წელს ლილიდან გადავიდა.
რაც შეეხება შეხვედრას, რომელშიც რაფამ თავისი საიუბილეო გოლი გაიტანა, მილანმა ევროპა ლიგის 1/16 ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში რენი 3-0 დაამარცხა. პორტუგალიელთან ერთად თავი რუბენ ლოფტუს-ჩიკმა გამოიჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ