Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 23-ე ტურში ლეჩემ ფიორენტინას უმასპინძლა.
ანგარიში მე-17 წუთზე მასპინძელთა ფრანგმა მოთამაშე რემი უდინმა გახსნა.
50-ე და 67-ე წუთებზე როლანდო მანდრაგორასა და ლუკას ბელტრანის გოლებით ფლორენციელებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს.
მატჩის კულმინაცია ბოლო წუთებზე ვიხილეთ. 90-ე წუთზე რობერტო პიკოლიმ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე 19 წლის პატრიკ დორგუმ ლეჩეს თამაში მოაგებინა.
მასპინძლებისთვის ეს ბოლო 7 მატჩში პირველი გამარჯვება აღმოჩნდა, ფიორენტინასთვის კი 2024 წელი ცუდად ვითარდება. 6 შეხვედრაში ფლორენციელებს 4 მარცხი და 2 ფრე აქვთ.
ლეჩემ ამ მოგებით 24 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე გადაინაცვლა, ფიორენტინა კი 34 ქულით მე-7 ადგილზეა. სტუმრებმა მე-4 ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგეს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ