Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინტერ მაიამი ამხნააგურ მატჩში არგენტინულ ნიუელს ოლდ ბოიზს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ამერიკულ გუნდში გოლი 64-ე წუთზე შანიდერ ბორჟელენმა გაიტანა, არგენტინელებმა კი 83-ზე ანგარიში ფრანკო მარტინ დიასის დახმარებით გაათანაბრეს.
ლიონელ მესიმ მოედანზე 60 წუთი გაატარა კლუბთან, რომელშიც კარიერას იწყებდა. იმდენივე წუთი გაატარა მოედანზე ლუის სუარესმაც, ჟორდი ალბამ 72 წუთი ითამაშა. ლეოსთვის ნიუელსი მშობლიური კლუბია - აქ ის ბაშვობაში კარიერას იწყებდა, სანამ ბარსელონაში გადავიდოდა.
ინტერ მაიამიმ წინასასეზონო მომზადების დროს ვერცერთი ამხანაგური მატჩი ვერ მოიგო - კლუბმა იაპონურ ვისელ კობესთან ფრე ითამაშა (0:0), ასევე დამარცხდა ალ ნასრთან (0:6), ალ ჰილალთან (3:4) და დალასთან (0:1).
22 თებერვალს რეალ სოლტ ლეიკთან გუნდი MLS-ის სეზონს ოფიციალურად დაიწყებს.
კომენტარები
15 დღის წინ
9 დღის წინ