მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეონარდო ბონუჩი საფეხბურთო კარიერას ასრულებს.
37 წლის იტალიელი მცველი ამ სეზონს ფენერბაჰჩეში ჩაამთავრებს - დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტანბულსპორის წინააღმდეგ გასამართი მატჩი ბონუჩის კარიერაში უკანასკნელი იქნება.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ დიდებული ოჯახის წევრად ყოფნა. შევეცადე ყველაფერი მეჩვენებინა, რაც შემიძლია - როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მთავარი ის არის, რომ ახლა წინ მთავარი ბრძოლა გველის. მინდა, კარიერა ტიტულით დავასრულო და გვაქვს შანსი, ჩემპიონები გავხდეთ." - აღნიშნა იტალიელმა.
ბონუჩი ყველაზე მეტად იუვენტუსში თამაშით არის ცნობილი (2010-2017, 2018-2023), ასევე ნათამაშები აქვს მილანში (2017/18) და იტალიის ნაკრებში (2010-2023). თავისი კარიერის განმავლობაში ლეონარდომ 9-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ თასი, 5-ჯერ სუპერთასი და ასევე 2021-ს ზაფხულს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იზეიმა წარმატება.
თურქეთის ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი წურით ადრე ფენერბაჰჩე გალათასარაის 3 ქულით ჩამორჩება, გალას გასაჩემპიონებლად დღეს კონიასპორთან ფრეც ეყოფა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
4 დღის წინ
2 დღის წინ
5 დღის წინ
3 დღის წინ