Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
რობერტ ლევანდოვსკიმ ჩავის ბარსელონადან წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
იწერებოდა, რომ პოლონელი მწვრთნელს წასვლის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში შეხვდა და მისი აზრის შეცვლა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.
„იყო ბარსელონას მწვრთნელი ან ფეხბურთელი - დიდი ზეწოლაა და ეს ნორმალურია. ახლა გუნდი უფრო რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე ადრე, შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდაა, მაგრამ მოთხოვნება მაინც ძალიან მაღალია.
მესმის, რას ნიშნავს მისთვის ეს ყველაფერი: ის ჯერ ბარსას ფეხბურთელი იყო, ახლა კი მწვრთნელია. ემოციური თვალსაზრისით ეს ძალიან რთულია და მშვენივრად მესმის.
ამ სეზონზე უნდა ვკონცენტრირდეთ, იმიტომ რომ ჩავისთან ერთად გამარჯვებები ჯერ კიდევ შეგვიძლია. მე პირადად, ასი პროცენტით ვარ განწყობილი.“ - აღნიშნა პოლონელმა ფორვარდმა.
კომენტარები
1 დღის წინ
9 საათის წინ
9 საათის წინ