Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 29-ე ტურში ბარსელონამ სტუმრად ატლეტიკო მადრიდი გაანადგურა.
შეხვედრა ვანდა მეტროპოლიტანოზე გიამართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
38-ე წუთზე ლევანდოვსკის პასით ანგარიში ჟოაო ფელიქსმა გახსნა. 41-ე და 42-ე წუთებზე ორი ყვითელი ბარათი ჩავი ერნანდესმა მიიღო და საკუთარი გუნდის თამაშის ყურება ტრიბუნებიდან გააგრძელა.
შესვენების შემდეგ სიმეონე მოედანზე ორი ცვლილებით გამოვიდა - ლინომ და მორატამ ადგილი დეპაის და გრიზმანს დაუთმეს, თუმცა 47-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ობლაკს აჯობა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
შეხვედრაში წერტილი კი 65-ე წუთზე ისევ ლევანდოვსკის პასით ფერმინ ლოპესმა დასვა. მატჩის ბოლო წუთზე მოედნიდან ბოლო იმედის ჯარიმისთვის ატლეტიკოს მცველი, ნაუელ მოლინა გააძევეს.
ბარსელონამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ 64 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ რეალს 8 ქულით ჩამორჩება, ატლეტიკოს კი 55 ქულა დარჩა და ოთხეულიდან ოფიციალურად ამოვარდა - ამ ეტაპზე მე-4 პოზიციას 56 ქულით ბილბაო იკავებს.
საინტერესოა, რომ ატლეტიკოსთვის ეს ამ სეზონში პირველი საშინაო მარცხი იყო.
კომენტარები
11 საათის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ