Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის 32-ე ტურში ჩემპიონი ბაიერი ფრანკფურტის აინტრახტს ესტუმრა და მეტოქე 1-5 გაანადგურა.
ლევერკუზენიდან თავი გრანიტ ჯაკამ, პატრიკ შიკმა, ეზეკიელ პალასიოსმა, ჯერემი ფრიმპონგმა და ვიქტორ ბონიფასმა გამოიჩინეს.
ჩაბი ალონსოს გუნდისთვის ეს ზედიზედ 48-ე წაუგებელი მატჩი იყო, რითიც ისტორიული რეკორდიც განმეორდა.
ამდენივე მატჩი ყველა ტურნირზე არ წააგო ბენფიკამ 1963-65 წლებში, მას შემდეგ კი დღემდე ეს რეკორდი მოუხსნელი იყო, ახლა კი გერმანელებმა ეს შედეგი გაიმეორეს.
ბაიერს ამ 48 თამაშში 134 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 36 გაშვებული, 22-ჯერ კი გუნდმა კარი მშრალად შეინახა.
ლევერკუზენი ყველაფერთან ერთად გერმანიის თასის ფინალშია (კაიზერსლაუტერნი) და ევროპა ლიგის 1/2 ფინალში (რომა), სადაც ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
კომენტარები
1 დღის წინ
16 საათის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ