ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
14 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლევერკუზენის ბაიერნი ისევ არ აგებს.
ჩაბი ალონსოს გუნდი ბუნდესლიგის 31-ე ტურში საკუთარ კედლებში მესამეადგილოსან შტუტგარტს დაუპირისპირდა და მარცხს ისევ ბოლო წამებზე გადაურჩა.
სტუმრები 47-ე და 57-ე წუთებზე გატანილი გოლებით 2:0-ს იგებდნენ, თუმცა ლევერკუზენმა სიტუაციის თავდაყირა დაყენება კიდევ ერთხელ მოახერხა. 61-ე წუთზე ამინე ადლიმ ერთი ბურთი გაქვითა, 90+6 ზე კი რობერტ ანდრიხმა ანგარიში გაათანაბრა და ლევერკუზენისთვის მორიგი მატჩი გადაარჩინა.
ჩაბი ალონსოს გუნდი მიმდინარე სეზონში კვლავ წაუგებელი რჩება - გუნდმა დღეს ზედიზედ 46-ე თამაში არ წააგო და ევროპული ფეხბურთის ყველა დროის წაუგებელ რეკორდამდე, რომელიც ბენფიკას ეკუთვნის, მხოლოდ 2 მატჩი აშორებს.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ