მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში ფულემმა კრეივენ კოტეჯზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო.
გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი თამაშის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
78-ე წუთზე სტუმართა მცველმა, ლისანდრო მარტინესმა შორი მანძილიდან დარტყმა გადაწყვიტა, რომლის შემდეგაც ბურთი რიკოშეტით წავიდა ფულემის კარისკენ და გოლიც გავიდა.
მატჩის დასასრულისკენ იუნაიტედმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ამად დიალოს გოლი არ ჩაითვალა.
მანჩესტერმა 0-1 მოიგო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ამორიმის გუნდმა 29 ქულით მე-15-დან მე-12 ადგილზე გადაინაცვლა და მეათეადგილოსან ფულემთან ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები