Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ოთო კიტეიშვილის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა.
სადებიუტო შეხვედრაში კიტეს შტურმ გრაცი ფრანგულ ბრესტს ეწვია და 1:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა, მეორეში კი მასპინძლებმა ერთი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩი მოიგეს. 88-ე წუთზე ავსტრიული გუნდი კაცნაკლულიც დარჩა.
ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 78 წუთი გაატარა და შემდეგ ადგილი თანაგუნდელ კამარას დაუთმო.
გამოცემა SofaScore-მ კიტეიშვილს დღევანდელი მატჩისთვის 6.8 შეფასება დაუწერა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები