Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლილის პორტუგალიელი მცველი, ტიაგო ჯალო კარიერას ტურინის იუვენტუსში გააგრძელებს.
რამდენიმე დღის წინ, იუვენტუსმა და ლილმა მცველის ტრანსფერი 3.5 მილიონ ევროდ შეათანხმეს.
ჯალო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და ინტერთან უფასო ტრანსფერი ჰქონდა შეთანხმებული, თუმცა იუვენტუსმა ვითარება დააჩქარა და ლილისთვის ექვსი თვით ადრე ფულის გადახდა ამჯობინა.
საბოლოოდ, ყველაფერი ჯალოს ხელში იყო - დალოდებოდა ინტერს, თუ გადასულიყო ახლავე იუვენტუსში და მან არჩევანი მეორეზე შეაჩერა, რადგან სეზონის ბოლომდე საფრანგეთში დარჩენის შემთხვევაში, ლილი მას სკამზე დატოვებით ემუქრებოდა.
იუვენტუსთან ფეხბურთელი 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ლილი კი მომდევნო გაყიდვიდან თანხის 10%-ს მიიღებს.
კომენტარები
1 დღის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ