14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიონის მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა პსჟ-ს ხარჯებით უკმაყოფილება გამოთქვა.
შაბათ-კვირის ქვიზი: ლიონი VS პსჟ
- ესპანეთში არსებობს ფინანსური ფეირ-პლეი და შემადგენლობაზე თანხის ხარჯვის შეზღუდვა, მაშინ როდესაც საფრანგეთში არ არსებობს არანაირი ორგანო, რომელიც კლუბების ფინანსებს გააკონტროლებს. ხელს უწყობს თუ არა ეს შეუზღუდავი ფინანსების მქონე კლუბებს, რომლებსაც შეუძლიათ ხარჯონ იმდენი, რამდენსაც მოისურვებენ, ყველანაირი ფინანსური მაკონტროლებლის გარეშე?
"მოდით ვთქვათ, რომ მართალი ხართ. ყველა ლიგაში ფინანსური შეზღუდვები არსებობს. პრემიერ ლიგაში, მაგალითად - მსოფლიოში ყველაზე ყურებად ლიგაშიც კი, თქვენმა ზარალმა არ შეიძლება სამწლიან პერიოდში 105 მილიონ ფუნტს გადააჭარბოს, თუ არადა ქულებს დაგაკლებენ. თუ თავს გაკოტრებულად გამოაცხადებთ და სასამართლოს სთხოვთ დახმარებას, იმიტომ რომ რეალური ფინანსური პრობლემები გაქვთ, კიდევ უფრო მეტ ქულას დაგაკლებენ. ყველაფერი შავით თეთრზე წერია, ასე არ არის?
წარმოიდგინეთ, რეალს, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბრენდს რომ შეუზღუდავად ფულის ხარჯვის საშუალება მისცენ და არავინ არაფერზე პასუხი არ მოკითხოს. მაშინ, ესპანეთში ცხოვრებაში აღარ იქნება სხვა ჩემპიონი რეალის გარდა. ასეთ შემთხვევაში, ლიგა სასამართლოში სარჩელს შეიტანდა.
ლა ლიგამ პსჟ-ს და კატარის წინააღმდეგ ევროკომისიაში შეიტანა სარჩელი, რადგან ესპანური გუნდების ბიუჯეტი ძალიან შეზღუდულია. ლიგა აკონტროლებს, რამდენს ხარჯავენ კლუბები.
ამ ესპანურ კლუბებს უსამართლო კონკურენციაში უწევთ შესვლა პსჟ-სთან და სხვა ისეთ გუნდებთან, რომლებსაც არაფერზე არ ზღუდავენ.
ასე რომ კი, ეს არასწორია და საფრანგეთში - ერთ-ერთი ყველაზე დაუბალანსებელი ლიგა გვაქვს. ყოველწელს ერთიდაიგივე გამარჯვებული გვყავს და ამას არავინ არაფერს არ უპირისპირებს. შესაბამისად, გეთანხმებით." - აღნიშნა ჯონ ტექსტორმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები