25 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში ლიონი საკუთარ მოედანზე ნიცას დაუპირისპირდა. სათადარიგო სკამზე იყო გიორგი მიქაუტაძე.
შეხვედრაში 5 გოლი გავიდა. მე-4 წუთზე ანგარიში ოლიმპიკის კაპიტანმა ალექსანდერ ლაკაზეტმა გახსნა. მე-9 წუთზე ნიცას გოლი VAR-მა არ ჩაუთვალა, მაგრამ 22-ე წუთზე დიოპის გოლით სტუმრებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს.
41-ე წუთზე ლაკაზეტმა დუბლი შეასრულა, აქედან 2 წუთში კი ჯორდან ვერეტუმ ლიონის სხვაობა ორამდე გაზარდა და თავის გუნდს პირველი ტაიმი 3-1 მოაგებინა.
69-ე წუთზე თავი კვლავ ლაკაზეტმა გამოიჩინა და პენალტის საშუალებით ჰეთ-თრიქიც შეასრულა. ლიონმა საბოლოოდ 4-1 იმარჯვა.
გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 71-ე წუთზე სწორედ ლაკაზეტის ნაცვლად შემოვიდა და Sofascore-სგან მისი სათამაშო ნომრის მსგავსი 6.9 შეფასება დაიმსახურა.
ლიონს 13 მატჩის შემდეგ 22 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები