მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
შაბათს პრემიერ ლიგაში ლონდონური დერბი გაიმართება.
არსენალი - კრისტალ პალასი (16:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე
არსენალს უბრუნდება გაბრიელ ჟესუსი, რომელმაც ლივერპულთან სათასო შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ბრაზილიელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. საეჭვოა ოლექსანდრ ზინჩენკოს თამაში.
კრისტალ პალასს ვერ დაეხმარება ჯორდან აიუ, რომელიც აფრიკის თასზე ასპარეზობს. ასევე ვერ ითამაშებს მაიკლ ოლისე.
არსენალი
არსენალმა ბოლო 15 შესაძლებლიდან მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა. სეზონის საწყის 15 შეხვედრაში კი გუნდმა მხოლოდ 9 ქულა დაკარგა.
წაგების შემთხვევაში მეთოფეებისთვის ზედიზედ მე-4 მარცხი იქნება, რაც ბოლოს 2018 წელს მოხდა, როცა არსენ ვენგერი თავის ბოლო სეზონს ატარებდა.
ასევე თუ გუნდი გოლს ვერ გაიტანს და დამარცხდება, ეს იქნება ზედიზედ მესამე შემთხვევა სახლში, რაც 1908 წლის შემდეგ არ მომხდარა.
მიკელ არტეტას გუნდმა ბოლო 3 შეხვედრაში 61 დარტყმიდან მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.
არსენალმა ამ სეზონში ემირეითსზე გამართულ სამივე ლონდონურ დერბიში დაკარგა ქულები, დანარჩენი 7 სახლის მატჩი კი მოიგო.
წაგების შემთხვევაში ეს იქნება ზედიზედ მესამე მარცხი ლონდონურ დერბიში, პირველად 1993 წლის შემდეგ.
მეთოფეებმა საკუთარ კარში მიღებული ბოლო 19 დარტყმიდან 10 გოლი გაუშვეს.
ბუკაიო საკა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლით გუნდის ბომბარდირია, რაც 20 ტურის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია 1989-90 წლების სეზონის შემდეგ, როცა 4 მოთამაშეს 5-5 გოლი ჰქონდა გატანილი. წინა სეზონში ამ დროს მარტინ ოდეგორის ანგარიშზე 8 გოლი იყო, საკასა და მარტინელის კი 7-7 გოლი ჰქონდათ აქტივში.
პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 18 ლონდონურ დერბიში საკას 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს, აქედან 3 საგოლე მოქმედება გასულ სეზონში კრისტალ პალასთან 4-1 მოგებულ მატჩში ფიქსირდება.
კრისტალ პალასი
კრისტალ პალასს 20 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს. ამაზე ცუდი შედეგი (19) კლუბს 2018-19 წლებში ჰქონდა, როცა როი ჰოჯსონი გუნდს პირველად წვრთნიდა.
პალასს ზედიზედ მატჩების მოგება აპრილის შემდეგ პირველად შეუძლია, მაშინ ჰოჯსონის მეორედ დანიშვნისას გუნდმა პირველი 3 მატჩი ზედიზედ მოიგო.
არწივები ბოლო 8 წელია წლის პირველ ლონდონურ დერბის აგებენ.
პრემიერ ლიგაში გასვლაზე ჩატარებულ ბოლო 17 ლონდონურ დერბიში ერთადერთი გამარჯვება გუნდმა 2022 წლის ნოემბერში ვესტ ჰემთან დააფიქსირა.
პალასმა ამ სეზონში მატჩის ბოლო 15 წუთში 11 გოლი გაუშვა, ამაზე მეტი (16) მხოლოდ შეფილდ იუნაიტედს აქვს გაშვებული.
ოდსონ ედუარდს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 15 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი 2021-22 წლების სეზონის შედეგს უთანაბრდება. მას 9 დეკემბერს ლივერპულთან ჩატარებული მატჩის შემდეგ არ უთამაშია.
ებერეჩი ეზეს 100 პრემიერლიგურ მატჩამდე 1 შეხვედრა აკლია. პალასის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც თავის მე-100 მატჩში გოლი გაიტანა კრისტიან ბენტეკე იყო, რომელმაც 2020 წლის 8 თებერვალს 3-1 დასრულებულ დაპირისპირებაში ევერტონი დაამწუხრა.
ურთიერთშეხვედრები
კრისტალ პალასს არსენალთან პრემიერ ლიგაში ჩატარებული 47 შეხვედრიდან მხოლოდ 5 აქვს მოგებული, მათ შორის 2 გასვლაზე. 1994 წელს ჰაიბერიზე 1-2 და 2019 წელს ემირეითსზე 2-3.
პალასი როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით არსენალთან სტუმრად ბოლო 3 შეხვედრაში დაუმარცხებელია. გასულ სეზონში ემირეითსზე წაგებულ მატჩში გუნდს პადი მაკკარტი წვრთნიდა.
არსენალს კი თავის მხრივ ზედიზედ 3 მატჩი აქვს მოგებული პალასისთვის, იქამდე კი 8 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება იყო მეთოფეების ანგარიშზე.
კომენტარები
23 დღის წინ
4 დღის წინ
11 დღის წინ
2 დღის წინ