მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე კარგად თამაშის შემდეგ იტალიის ნაკრების ცენტრალური მცველის რიკარდო კალაფიორის მიმართ ყურადღება გაასმაგებულია.
როგორც ფაბრიციო რომანო იუწყება, ბოლონიას მოთამაშის გადაბირებით ორი ლონდონური კლუბია დაინტერესებული.
არსენალმა კალაფიორის უკვე შესთავაზა დიდ პერიოდზე გათვლილი პირობები. მოთამაშეც თანახმაა, რომ მეთოფეებში გადავიდეს, თუ არსენალი ბოლონიასთან შეთანხმდება.
იტალიელი მცველის ვარიანტი მიკელ არტეტასაც მოსწონს, რომელსაც სამიზნეში 3 მოთამაშე ჰყავს.
ტომიასუს ტრანსფერის შემდეგ კარგი ურთიერთობაა არსენალსა და ბოლონიას შორის. იტალიელები ამჯერად 50 მილიონი ევროს ფარგლებში ითხოვენ. ლონდონელებს ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ.
საქმეშია ჩელსიც, რომელიც კალაფიორის მიმართ ასევე იჩენს ინტერესს. ლურჯები მზად არიან ბოლონიას ბარტერიც შესთავაზონ და ტრანსფერში მოთამაშეებიც ჩართონ.
ასე რომ, ევრო 2024-ის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენის გადაბირებისთვის ლონდონელებს ბრძოლა აქვთ გაჩაღებული, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
2 საათის წინ
8 საათის წინ
1 დღის წინ
3 საათის წინ