Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხულენ ლოპეტეგის ვარიანტის ჩაგდების შემდეგ, მილანმა ყურადღება პორტოს მწვრთნელზე, სერჟიუ კონსეისაოზე გადაიტანა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კონსეისაო უახლოეს პერიოდში კლუბის ახალ პრეზიდენტს, ანდრე ვილაშ ბოაშს შეხვდება და ეცდება გაარკვიოს, აპირებს თუ არა ახალი მეთაური მის მწვრთნელად დატოვებას.
კონსეისაოს კონტრაქტის გახანგრძლივება წინა პრეზიდენტთან ჰქონდა შეთანხმებული, თუმცა არჩევნებში ვილაშ ბოაშმა მოიგო და შეთანხმების თანახმად, მწვრნელთან გაფორმებული ხელშეკრულების განულება შეუძლია.
პორტუგალიელს მილანში მუშაობის ვარიანტი იზიდავს და იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში როსონერისგან შემოთავაზებას მიიღებს.
როგორც იწერება, მწვრთნელის სახელფასო მოთხოვნები (4 მლნ ევრო წლიურად) სრულიად აკმაყოფილებს მილანის მოლოდინს და მაგ მხრივ შეთანხმება პრობლემა არ იქნება.
ცნობისთვის, მილანი ლოპეტეგისთან კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა ფანების პროტესტის გამო ესპანელის ვარიანტზე უარის თქმა მოუწია.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ