Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
11 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუის ენრიკემ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა შეაჯამა.
„მწუხარებას ვგრძნობ. სხვანაირად არც შეიძლება. ორი მატჩის ჯამში მეტოქეზე ცუდად არ გამოვიყურებოდით, ექვსჯერ ბურთი ძელს მოვარტყით, 31-ჯერ კარისკენ მარტო დღეს გავისროლეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.
ფეხბურთი უცნაური რამ არის, მაგრამ აჯილდოვებს იმათ, ვინც გოლებს იტანს და არა ვინც ბურთს ძელს ახვედრებს. უნდა მივულოცოთ მეტოქეს, რომ ისინი ფინალში ითამაშებენ. ჩვენ კი, ეს შინაგანი სიცარიელე უნდა დავძლიოთ და კვირას ტულუზასთან სათანადოდ თამაში ვცადოთ.
ორი მატჩის შედეგად საკუთარი გუნდით სრულიად კმაყოფილი ვარ. ისინი აკეთებდნენ იმას, რასაც მე ვთხოვდი. გუნდური სულისკვეთება ძალიან მომეწონა.
გუნდით ცალსახად ვამაყობ. პირველი, ვინც უნდა დადანაშაულდეს - მწვრთნელია. მათი მიდგომით კმაყოფილი ვარ. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს არასდროს არ ველაპარაკები, მაგრამ დღეს გამონაკლისი დავუშვი. მათ ინდივიდუალურად დაველაპარაკე, მაგრამ ახლა მათი დამშვიდება რთულია.
უნდა შეგეძლოს მოგებაც და წაგებაც - ესეც მნიშვნელოვანია. დორტმუნდს უნდა მივულოცოთ და ეს მარცხი მივიღოთ." - აღნიშნა ესპანელმა.
კომენტარები
2 დღის წინ
3 დღის წინ