მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
12 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიისა და ხორვატიის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მოდრიჩს ემოციურად მიმართა.
"საღამო მშვიდობისა, ლუკა. იტალიელმა ჟურნალისტმა მინდა მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რაც გვაჩვენეთ, არა მარტო დღეს, არამედ თქვენი კარიერის განმავლობაში. კიდევ ერთხელ ანახეთ, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშე ხართ. გოლი გაიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ პენალტი ვერ გამოიყენეთ. უბრალოდ თქვენთვის ამის თქმა მინდოდა, რომ გთხოვთ, კარიერა არასდროს დაასრულოთ, რადგან თქვენ ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მოთამაშე ხართ, ვისი თამაშიც წამიყვანია, მადლობა."
მოდრიჩმა ჟურნალისტს უპასუხა.
"ძალიან დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის, მთელი გულით მადლობას გიხდით. სიამოვნებით ვითამაშებდი სამუდამოდ, მაგრამ სავარაუდოდ მოვა დრო, როცა ბუცების ლურსმნებზე დაკიდება მომიწევს. თამაშს გავაგრძელებ, არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი, მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი სიტყვებისთვის."
იტალიისა და ხორვატიის შეხვედრა 1-1 დასრულდა. სკუადრა აძურამ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, ხორვატების ჯგუფიდან გასვლის შანსი კი მიზერული გახდა.
დიდი დრამა B ჯგუფში - ბოლო წამზე გადარჩენილი იტალია და 9 ქულიანი ესპანეთი
ლუკა მოდრიჩმა გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ლუკა მოდრიჩმა ევროპის ჩემპიონატების ისტორიული რეკორდი დაამყარა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
7 საათის წინ
5 საათის წინ
6 საათის წინ
10 საათის წინ