Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
17 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის მასტერსზე ორივე ნახევარფინალური წყვილი გაირკვა.
თბილისის დროით 18:00 საათზე მანოლო სანტანას კორტზე ამერიკელი ტეილორ ფრიცი და რუსი ანდრეი რუბლევი გავლენ და ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.
დაახლოებით 22:00-სთვის კი მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს კანადელი ფელიქს ოჟე ალიასიმი და ჩეხი ჯირი ლეჰეჩკა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ოჟე ალიასიმი ნახევარფინალში იანიკ სინერის ჩახსნის დამსახურებით გავიდა, ლეჰეჩკამ მედვედევს მოუგო ერთი სეტი, რის შემდეგაც რუსმა ტრავმის გამო ვერ მოახერხა თამაშის გაგრძელება და ჩეხი შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ფრიცმა სერუნდოლოს მოუგო სამ სეტში, რუბლევმა კი მოქმედი ჩემპიონის კარლოს ალკარასის ბარიერი დაძლია.
კომენტარები
10 დღის წინ
8 დღის წინ
9 დღის წინ
1 საათის წინ