Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის მასტერსზე ფინალური წყვილი გაირკვა.
პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ანდრეი რუბლევი და ტეილორ ფრიცი დაუპირისპირდნენ და გამარჯვება რუს ჩოგბურთელს, 6:4 6:3 დარჩა, რომელმაც მასტერსის ფინალში გასვლა კარიერაში მეორედ შეძლო.
მეორე ნახევარფინალი ბოლომდე არ ჩატარდა - ფელიქს ოჟე ალიასიმის და ჯირი ლეჰეკჩას დაპირისპირება პირველივე სეტში (3:3-ზე), ჩეხის ტრავმის გამო შეწყდა და ფელიქსი ფინალში ნაადრევად გავიდა.
საინტერესოა, რომ ამ ტურნირზე ფელიქსის მეტოქეებმა სამჯერ ვერ მოახერხეს თამაშის სრულფასოვნად ჩატარება - მეოთხედფინალში მასთან სათამაშოდ კორტზე იანიკ სინერი ვერ გამოვიდა, 1/16 ფინალში კი ასევე ჩეხმა იაკუბ მენსიკმა ბრძოლა მეორე სეტში (1:6 0:1) შეწყვიტა.
მატჩი ფელიქს ოჟე ალიასიმი - ანდრეი რუბლევი კვირას, 5 მაისს, 20:30 საათიდან დაიწყება. ჩოგბურთელებს შორის ეს მე-7 ოფიციალური დაპირისპირება იქნება და ამ დრომდე რუბლევი 5:1-ს ლიდერობს.
კომენტარები
10 დღის წინ
8 დღის წინ
9 დღის წინ