Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალმა კლუბის ისტორიაში 36-ე ლა ლიგის ტიტული მოიგო.
ოფიციალურად მორიგი ჩემპიონობა რეალმა მას შემდეგ გაინაღდა, რაც თავად კადისს მოუგო (3:0), რამდენიმე საათში კი ბარსელონა კატალონიურ დერბიში ჟირონასთან (2:4) დამარცხდა. ამან კარლო ანჩელოტის გუნდი ცხრილში მიუღწეველი გახადა.
ანჩელოტისთვის რეალი პირველი კლუბია, რომელთან ერთადაც მან ქვეყნის ჩემპიონობა ერთზე მეტჯერ მოიგო. ისე კი, მას ხუთივე ტოპ ლიგა აქვს მოგებული მწვრთნელის რანგში.
საინტერესოა, რომ ჯუდ ბელინგემმა, არდა გიულერმა, ორელიან ჩუამენიმ და ჯუდ ბელინგემმა თავიანთ კარიერაში პირველად მოიგეს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.
კომენტარები
17 საათის წინ
8 საათის წინ
1 დღის წინ
8 საათის წინ