Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 23-ე ტურში მადრიდული დერბი ფრედ დასრულდა.
სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალმა ატლეტიკოს უმასპინძლა და გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 1:1.
ანგარიში მე-20 წუთზე ბრაჰიმ დიასმა გახსნა და რეალი უპირატესობას დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა. მეტიც, ანჩელოტის გუნდს კიდევ უფრო მეტი გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და დაისაჯა კიდეც.
90+3 წუთზე მარკოს ლორენტემ საჯარიმოში თავით ყველას აჯობა და ანდრეი ლუნინის კარში გოლი გადაგზავნა, რომელმაც რეალს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა გამოსტაცა ხელიდან.
რეალმა 58 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან ჟირონასთან 2-ქულიანი უპირატესობა აღიდგინა, ატლეტიკოს კი კვლავ 10 ქულით უსწრებს, რომელიც მეოთხე პოზიციაზე დარჩა.
კომენტარები
9 საათის წინ
18 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ