მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდული დერბი უკვე დღეს, სულ რაღაც რამდენიმე საათია. ამ თამაშზე ესპანეთში მთელი კვირაა საუბრები არ წყდება. ესპანიოლთან მსაჯობით უკმაყოფილო რეალმა მსაჯებს "კლუბზე მიყენებულ სისტემატურ ზიანში" დასდო ბრალი და მასშტაბური რეფორმებიც მოითხოვა.
ამით, მატჩისადმი არტ-მზადება არ დასრულებულა - საქმე ხელში რეალის საკლუბო ტელევიზიამ აიღო.
რეალის TV მადრიდულ დერბიზე დანიშნულ არბიტრს დაესხა თავს - ყველა საკამათო გადაწყვეტილება გაუხსენეს
დერბიზე არბიტრი სესარ სოტო გრადო დაინიშნა. მატჩამდე ერთი დღით ადრე, რეალის ტელევიზიამ მათი გუნდის მატჩებში სოტო გრადოს საკამათო ეპიზოდები გაიხსენა.
ვინისიუსის გაძევება ვალენსიასთან იანვრის მატჩში - ბრაზილიელმა მეკარე სტოლე დიმიტრიევსკის კისერზე ხელი მიარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. ტელეარხი აცხადებს, რომ დიმიტრიევსკიმ ვინისიუსი გამოიწვია, სოტო გრადოს კი VAR-ზე გადამოწმების დროს შერჩეული კადრები აჩვენეს, სადაც ეპიზოდის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანდა.
ვალენსიას ფეხბურთელები პენალტის დროს საჯარიმოში დარტყმამდე შევარდნენ - იმავე მატჩში მსაჯმა არ მისცა პენალტის ხელმეორედ შესრულების უფლება ჯუდ ბელინგემს. ინგლისელმა ბურთი ძელს მოარტყა, თუმცა მეკარეს კარის ხაზზე არცერთი ფეხი არ ჰქონია, ფეხბურთელები კი საჯარიმოში დარტყმამდე შეცვივდნენ - ერთ-ერთმა ნაადრევად შევარდნილმა მოიგერია კიდეც ბურთი.
ასევე სოტო გრადოს იმავე მატჩიდან გაუხსენეს ვინისიუსზე და მბაპეზე არ დანიშნული პენალტები, კილიანის თამაშგარიდან გაუქმებული გოლი და ვალენსიას გოლის ჩათვლა, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე რამდენიმე წამით ადრე, როდრიგოზე შესაძლოა ჯარიმა ყოფილიყო.
არ გააძევა მალიორკას ფეხბურთელი აგვისტოში - ამ სეზონშო სოტო გრადო რეალის კიდევ ერთ მატჩზე მუშაობდა (მალიორკასთან პირველ ტურში, 1:1), რომელში ფერლან მენდი უხეშობის გამო გააძევა. რეალის ტელევიზიის აზრით, მსაჯმა ასეთი შეცდომები დაუშვა:
„არ უჩვენა მალიორკას ფეხბურთელებს ყვითელი ბარათები უხეში ჯარიმისთვის, ასევე არ გააძევა სამი კოსტა ვინიზე უხეში დაჯარიმების გამო - ჯარიმაც კი არ დაინიშნა, არადა იქ იყო სახიფათო ჯარიმა, ტრავმის რისკით."
გაუქმებული გოლი ორი წლის წინანდელ კლასიკოში -ს ოტო გრადოს გაუხსენეს 2023-ში, ბარსელონასთან მატჩში VAR-ზე მუშაობის დროს მომხდარი ეპიზოდიც, როცა მარკო ასენსიოს გამარჯვების გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა. სესარს ბრალს არასწორი კადრის შერჩევაში სდებენ - ტელევიზია წარადგენს სხვა კადრს, რომელშიც რეალის ფეხბურთელი თამაშგარეში არ არის.
იმავე მატჩიდან დაემატა კარვახალის და სებალიოსის წინააღმდეგ ჩადენილი უხეშობა, როცა ბურთი თამაშშიც კი არ ყოფილა. ფრანკ კესის გამარჯვების გოლი კი ასევე არ იყო ჩასათვლელი, რადგან იმავე ეპიზოდში ლევანდოვსკი კარვახალზე დაჯარიმდა." - ამბობს რეალის არხი.
არ დანიშნული პენალტი კაზემიროზე 2020/21 სეზონში - კი, რეალმა ოთხი წლის წინანდელი ამბებიც გაიხსენა, როცა, მათი თქმით, სოტო გრადომ საჩემპიონო ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. ოსასუნასთან მატჩის მიწურულს კაზემიროზე პენალტი უნდა დანიშნულიყო, თუმცა მსაჯმა ასე არ ჩათვალა. მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა, რეალი კი ატლეტიკოს საბოლოო ცხრილში სწორედ ორი ქულით ჩამორჩა.
ლა ლიგის კლუბებს არ მოსწონთ, რომ რეალი მსაჯებზე ახდენს ზეწოლას
6 თებერვალს გაიმართა ესპანეთს ფეხბურთის ფედერაციის სხდომა, რომელზეც სმასაჯო კომიტეტის ტექნიკური კომიტეტის მეთაური, ლუის მედინა კანტალეხო ესწრებოდა, ლა ლიგის და სეგუნდას კლუბების წარმომადგენლებთან ერთად. რეალმა მონაწილეობაზე უარი თქვა, მონაწილეთა უდიდესი ნაწილი კი ამ ქმედებებს "ზეწოლის აქტი" უწოდა და სამეფო კლუბის დასჯა მოითხოვა.
AS-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად რეალის დასჯას ატლეტიკო და სევილია ითხოვდნენ, რომელთა წარმომადგენლებიც სიტყვით წარსდგნენ, სხვები კი უსიტყვოდ დაეთანხმნენ.
თითოეულმა მათგანმა თავიანთი პოზიცია რეალის წინააღმდეგ საჯაროდაც დააფიქსირეს. ატლეტიკომ მსაჯებს საჯაროდ დაუჭირა მხარი, როცა დერბიმდე 24 საათით ადრე, ასეთი შეტყობინება გამოაქვეყნა:
„გვინდა, ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მსაჯებს, მათ ოჯახს და მეგობრებს. ეს საფეხბურთო საზოგადოებისთვის ძალიან რთული დღეებია, გამაგრდით."
ატლეტიკომ ოფიციალური განცხადებები არ იკმარა და თანაქალაქელებს წაკბინა კიდეც, როცა სოციალურ ქსელში დერბისთვის მზადების საბაზისო ინსტრუქცია გამოაქვეყნა:
1. კარგი ფიზიკური სამზადისი
2. მატჩის წინა მასაჟი
3. მეტოქის დაწვრილებითი ანალიზი
4. მორიგ ჯერზე საკუთარი არხის გამოყენება მსაჯებზე ზეწოლის მოსახდენად.
ამით ატლეტიკოს პოსტები არ შემოიფარგლა და კვირის გეგმის შემდეგ, მათ სტადიონის დერბისთვის მომზადების რუტინაც გამოაქვეყნეს:
1. გაზონის მწყობრში მოყვანა
2. სტადიონზე განათების შემოწმება
3. გასახდელის მომზადება
4. მედია მეგობრების ჯარის გამოყენება საკუთარი სისულელეების გასავრცელებლად.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები