მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა თანაგუნდელის, უმარ ნურმაგომედოვის მერაბ დვალიშვილთან მარცხზე ისაუბრა.
"არ ვფიქრობ, რომ უმარს ბევრი რამის შეცვლა სჭირდება. მას უბრალოდ მთლიანი კემპის გავლა უნდა.
მაგალითად, მე აშშ-ში ბრძოლამდე 40 დღით ადრე ჩამოვედი, მაგრამ კემპი სახლში 2 თვით ადრე დავიწყე და სამეტაპიანი მზადება გავიარე. უმარი ჩვენთან ერთად არ იყო და არ იცოდა, იბრძოლებთა თუ არა. ის აშშ-ში ჩვენთან მაშინ ჩამოვიდა, როცა გაიგო, რომ ბრძოლა ჩაენიშნა.
მას უკვე ჰქონდა ხელის ტრავმა და სახვევით ვარჯიშობდა. მას უბრალოდ არ უნდოდა სატიტულო შანსის ხელიდან გაშვება და ვფიქრობ, რომ კარგი ბრძოლა აჩვენა.
უმარს საჩემპიონო რაუნდების გამოცდილება დააკლდა. მას ბევრი რამის შეცლა არ სჭირდება, უბრალოდ კიდევ ერთ შანსს იმსახურებს." - განაცხადა რუსმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან 5-რაუნდიან ბრძოლაში დაიცვა, სადაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები