-
Aa
+
ფონტის ზომა
Geo Team-ის ინფორმაციით, ოთო მამაგეიშვილი იბერია 1999-დან კარიერას პორტუგალიურ ფამალიკაოში გააგრძელებს.
22 წლის ფეხბურთელი ქართული კლუბის წარმომადგენელთან ერთად უკვე პორტუგალიაში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა. მამაგეიშვილი ფამალიკაოსთან 4-წლიან კონტრაქტს აფორმებს.
იბერიას ახალგაზრდა მოთამაშე საქართველოს ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა და გუნდთან ერთად ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
მამაგეიშვილი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია, მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 18 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.
რაც შეეხება ფამალიკაოს, გუნდი პორტუგალიის 18-გუნდიან ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-12 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები