ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
17 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 33-ე ტურში ვალენსია მონტჟუიკზე ბარსელონას ესტუმრება.
ამ წუთისთვის კატალონიელები სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან და ჟირონას 1 ქულით ჩამორჩებიან, ამიტომ მათთვის გამარჯვება და მე-2 ადგილზე დაბრუნება მნიშვნელოვანი იქნება.
ვალენსია კი 47 ქულით მე-8 პოზიციაზეა და ევროტურნირების ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის. ბეტისთან ჩამორჩენა 2 ქულაა, სოსიედადთან კი 4, ასე რომ ღამურებისთვის ეს მისია შეუსრულებელი სულაც არაა.
წინა ტურში თავიანთი შეხვედრები ორივე გუნდმა წააგო, ბარსელონა ელ კლასიკოში ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა მადრიდის რეალთან, ვალენსიამ კი ბეტისთან დათმო მატჩი (1-2).
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოლოდინით ველოდებით გიორგი მამარდაშვილის თამაშს, რომელიც ბარსელონას უკვე მეხუთედ დაუპირისპირდება. წინა 4 შემთხვევაში ქართველმა ჯამში 7 გოლი გაუშვა. ჯერ-ჯერობით მას ბლაუგრანას წინააღმდეგ კარი მშრალად არ შეუნახავს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3) - ტერ შტეგენი; კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელო; პედრი, კრისტენსენი, გიუნდოგანი; იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია.
ვალენსია (4-4-2) - მამარდაშვილი; კორეია, მოსკერა, ოზკაჯარი, ვასკესი; კანოსი, პეპელუ, გერა, ლოპესი; დურო, ალმეიდა.
მატჩს დე ბურგოს ბენგოეჩეა განსჯის, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში მოთამაშეებს ჯამში 60 ყვითელი და 3 მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 2 პენალტი დანიშნა. არბიტრს პირდაპირ წითელი ბარათი ამ სეზონში არ გამოუყენებია.
შეხვედრა სტარტს 23:00-ზე აიღებს.
კომენტარები
36 წუთის წინ
4 საათის წინ
3 საათის წინ
21 საათის წინ