მამარდაშვილი მეშვიდეა - წლის საუკეთესო მეკარე გამოვლინდა
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი დასახელდა.
არგენტინელს ლევ იაშინის სახელობის ჯილდო გადაეცა.
გასულ სეზონში მარტინესი ასტონ ვილასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ზაფხულში კი მეორედ შეძლო კოპა ამერიკას მოგება.
მეორე ადგილზე უნაი სიმონი გავიდა (ბილბაო), მესამეზე ანდრეი ლუნინი (რეალი), მეოთხეზე ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), მეხუთეზე კი მაიკ მენიო (მილანი).
საქართველოს ნაკრების და ჯერჯერობით ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მე-7 პოზიციას დასჯერდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი