Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანურმა MARCA-მ მადრიდის რეალთან მატჩის წინ გიორგი მამარდაშვილის და სამეფო კლუბში მის შესაძლო ტრანსფერს სტატია მიუძღვნა.
გიორგი მამარდაშვილი დღევანდელი ვალენსიის ერთ-ერთი საყრდენია და ასე იქნება შაბათს მესტალიაზეც. ქართველ მეკარეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სახლში ჩატარებულ მატჩებში ყველაზე ნაკლები (6) გოლი აქვს გაშვებული. მაგრამ ვალენსიის კარის დარაჯს მნიშვნელოვანი გამოცდა ელის: მადრიდის რეალი, რომელიც ლიგის ლიდერია და უდიდესი შემტევი ძალა აქვს, თუმცა მესტალიაზე ამ სეზონში გოლის გატანა რთულია.
ეს ქართველის მე-5 მატჩი იქნება რეალის წინააღმდეგ. გასულ სეზონში მან ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (1 მოგება, 1 მარცხი). მიმდინარე გათამაშებაში კი გიორგიმ ცუდი გამოცდილება მიიღო, რეალი პირველ გუნდი იყო, რომელმაც მას 5 გოლი გაუტანა, მაგრამ მესტალიაზე განსხვავებულ ისტორიას უნდა ველოდოთ.
რატომ არ გადავიდა მამარდაშვილი რეალში?
მამარდაშვილი ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია, ვინაიდან ბევრი მოპოვებული ქულა სწორედ მისი დამსახურებაა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად განვითარებულიყო. გასულ ზაფხულს კურტუას მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ გიორგი შესაძლოა რეალის მოთამაშე გამხდარიყო. მადრიდელთა მწვრთნელები სწორედ მისი მსგავსი პროფილის მეკარეს ეძებდნენ და მასზე იყვნენ კონცენტრირებული. ტრანსფერი ერთწლიანი იჯარის წესით, გამოსყიდვის უფლების გარეშე უნდა შემდგარიყო, რეალი კი ვალენსიას 5 მილიონ ევროს გადაუხდიდა.
ვალენსია კი, რომელსაც მისი გაყიდვა სურდა, იჯარას ამ პირობებით არ დათანხმდა, სხვა შემთხვევაში მამარდაშვილი ამ მატჩს სხვა მაისურით ჩაატარებდა. მარკას ცნობით, ვალენსიამ ამ ტრანსფერზე უარი დიდი რისკის გამო თქვა. მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებული თანხა იჯარისთვის დიდი იყო, შიში მის უთამაშებლობაში მდგომარეობდა. სეზონის განმავლობაში თუ ის შემადგენლობაში ადგილს დაკარგავდა, ეს 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მის მდგომარეობაზე იმოქმედებდა.
მაგალითი კეპაა, რომელიც რეალში იჯარის წესით გადავიდა, 2 თვე ითამაშა, შემდეგ ტრავმა მიიღო, ახლა კი ის აღარ თამაშობს.
ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს და იცის, რომ თუ არ ითამაშებს, ის სტატუსს დაკარგავს, სწორედ ამ რისკის გამო არ უფიქრია კლუბს მისი იჯარით გაშვება და როგორც ჩანს, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ახლა ის თამაშობს, თან კარგად, გუნდის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და მისი პრესტიჟიც იზრდება. ის იმაზე უკეთესი მეკარეა, ვიდრე წინა სეზონში იყო.
ვალენსიასა და რეალის მატჩი 23:59 საათზე (2 მარტი) დაიწყება.
კომენტარები
5 საათის წინ
1 დღის წინ
15 საათის წინ
5 საათის წინ