მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედში ერიკ ტენ ჰაგის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.
ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი წითელ ეშმაკებს მომავალ სეზონშიც გაწვრთნის. სპეციალისტს უკვე შეატყობინეს ინფორმაცია INEOS-დან.
უკვე დაიწყო მოლაპარაკება ახალ კონტრაქტზეც, რომელსაც ტენ ჰაგს შესთავაზებენ. მხარეები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გეგმებსაც ერთად დააწყობენ.
თავად ნიდერლანდელი ბედნიერია INEOS-ის გადაწყვეტილებით, მიუხედავად დიდხნიანი განხილვისა, მხარეებს შორის პირადიი პრობლემები არასდროს ყოფილა. ტენ ჰაგი ფოკუსირებულია მანჩესტერ იუნაიტედის პროექტზე.
მისი როლი ახალგაზრდების განვითარებაში (გარნაჩო, მეინო) მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. INEOS-ს სურს, რომ კლუბში ეს გზა გაგრძელდეს და გუნდი ახალგაზრდა მოთამაშეებს ენდოს.
ტენ ჰაგის თავკაცობით წითელმა ეშმაკებმა გასულ სეზონში FA თასი მოიგეს, მათ ფინალში თანაქალაქელი სიტი დაამარცხეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
5 დღის წინ
16 დღის წინ