5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედიდან გათავისუფლების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა ნიდერლანდებში, მშობლებს მიაშურა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, გათავისუფლების სემდეგ მწვრთნელი კლუბის ბაზაზე მისვლის ნაცვლად, აეროპორტში გაემგზავრა, საიდანაც მშობლიურ ქალაქში კერძო თვითმფრინავით გაფრინდა. მისი მეუღლე და სამი შვილი ჯერჯერობით ინგლისში რჩებიან, რათა საჭირო საქმეები მოაგვარონ.
ტენ ჰაგის ოჯახი ქალაქ ოლდენზალში ცხოვრობს, გერმანიის საზღვართან ახლოს. იწერება, რომ მწვრთნელი მშობლების 31-ათასიან ქალაქში ხშირად მეუღლესთან ერთად ჩადიოდა, რათა სამსახურიდან დაესვენა.
„ოლდენზალში ყველა მისით ამაყობს და პატივს სცემს. აქ მას შეუძლია დაისვენოს და იგრძნოს, რომ პირადი სივრცე გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ის მანჩესტერში განიცდიდა." - აღნიშნა ტენ ჰაგის მშობლების ერთ-ერთმა მეზობელმა პრესასთან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები