მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ მან სიტის ახალი ეტაპი ელის.
ქალაქელები ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ, პრემიერ ლიგაზე კი მე-4 ადგილს იკავებენ.
„დიდებული გუნდი გვყავს, მაგრამ სტაბილურობა დავკარგეთ. როდესაც მეტოქე უფრო ძლიერია, ისღა დაგრჩენია, რომ მიულოცო. მრავალი წლის მანძილზე საკუთარ ქვეყანაში საოცარ შედეგებს ვაღწევდით და ვიგებდით ტურნირებს, რომელიც მოგებული არ გვქონია. ახლა კი, ოთხეულისთვის ბრძოლა მოგვიწევს.
- ეს ეპოქის დასასრულია?
რაღაც თვალსაზრისით, კი. მარადიული არაფერია. პრემიერ ლიგა ბოლო 7-დან 6-ჯერ მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი ყოველწელს გავდიოდით 1/4 ფინალში, ნახევარფინალში, ფინალში...
- შეგწევთ თუ არა იმის ძალა, რომ ეს საქმე გააგრძელოთ?
კი, მე გაგრძელება მინდა.
- პირადად თქვენ რას გრძნობთ?
ვიღებ რეალობას, რომელშიც რეალი უკეთესი იყო. წინა სეზოში ძალიან კარგად ვეთამაშეთ, წელს - ვერა. სულ ვამბობ, რომ უნდა მოიგოს იმან, ვინც იმსახურებს.
ზოგჯერ შემდეგ ეტაპზე დაუმსახურებლად გასვლაც ხერხდება. მაგალითად, მსგავს შემთხვევას ადგილი შესაძლოა შარშან ჰქონოდა. მაგრამ, ასეც ხდება და ამის მიღწებაც გიწევს." - აღნიშნა პეპმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები