Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ნაპოლი ბარსელონას მიიღებს. ორი გუნდის დაპირისპირება, რომელშიც ლეგენდარულ არგენტინელს უთამაშია.
ნაპოლი - ბარსელონა (23:59, 21 თებერვალი) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ნაპოლი ჯგუფში რეალთან, ბრაგასთან და უნიონთან მოხვდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ეტაპი მარტივად დასძლია. გუნდი 10 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა, 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და რეალთან ორივე მატჩი წააგო. პარტენოპეიმ 10 გოლი გაიტანა და 9 მიიღო.
ბარსელონა კი ჯგუფურ ეტაპზე პორტუსთან, შახტართან და ანტვერპენთან ერთად მოხვდა და საბოლოოდ პლეიოფში პირველი ადგილით გავიდა, კატალონიელებმა 12 ქულა დააგროვეს, 4 მატჩი მოიგეს, 2 კი წააგეს (შახტართან და ანტვერპენთან). გუნდმა 12 გოლი გაიტანა და 6 გაუშვა.
დიდი არეულობაა ნაპოლიში. გუნდმა ამ სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი გამოიცვალა. რუდი გარსიასა და ვალტერ მაძარის შემდეგ იტალიის ჩემპიონს ფრანჩესკო კალცონა უთავკაცებს.
პარტენოპეი სერია ა-ში 36 ქულით მე-9 ადგილზეა და ევროზონაში მყოფ რომას 5 ქულით ჩამორჩება. გუნდმა ჯგუფური ეტაპის შემდეგ სერია ა-ში 9 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და სამიც წააგო, გამოვარდა იტალიის თასიდან და დამარცხდა სუპერ თასის ფინალში.
იტალიელებისთვის პოზიტიური ინფორმაციაა, რომ გუნდს აფრიკის თასიდან დაუბრუნდა ვიქტორ ოსიმენი და ნიგერიელი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შეეცდება ბარსელონას მცველებისთვის პრობლემების შექმნას.
მთავარი მწვრთნელი ტოვებს ბარსელონასაც, ოღონდ სეზონის ბოლოს. ჩავი ერნანდესმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ზაფხულში გუნდიდან მიდის.
ბარსელონა ლა ლიგაში 54 ქულით მე-3 ადგილზეა და მეორეადგილოსან ჟირონას 2 ქულით ჩამორჩება, ლიდერ რეალთან კი 8-ქულიანი სხვაობაა, ახლოსაა მდევარი ატლეტიკოც, რომელიც მხოლოდ 3 ქულით უკანაა.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბლაუგრანამ ლა ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და 1 წააგო, ამასთან გუნდმა დათმო სუპერ თასის 1/2 ფინალი რეალთან და გამოეთიშა კოპა დელ რეის ატლეტიკთან შეხვედრაში.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, გუნდები ერთმანეთს აქამდე 8-ჯერ შეხვდნენ, 4-ჯერ ამხანაგურად და 4-ჯერ ოფიციალურად. 2022 წელს დაპირისპირება ევროპა ლიგაზე შედგა, სადაც ბარსელონამ ორი მატჩის ჯამში 5-3 იმარჯვა. 2020 წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელებმა ჯამში 4-2 მოიგეს.
ქართველებისთვის ამ მატჩის მთავარი ინტრიგაა ხვიჩა კვარაცხელიას ბარსელონასთან თამაში, თანაც ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ქართველ შემტევს აკვირდება და მისი გადაბირება სურს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ნაპოლი - მერეტი; დი ლორენცო, ოსტიგორი, რაჰმანი, მაძოკი; ზამბო ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ბარსელონა - ტერ შტეგენი; კუნდე, არაუხო, ინიგო, კანსელო; დე იონგი, კრისტენსენი, გიუნდოგანი; იამალი, ლევანდოვსკი, პედრი.
მატჩს გერმანელი ფელიქს ცვაიერი განსჯის, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 3 მატჩში იმსაჯა: ლანსი - სევილია, სელტიკი - ატლეტიკო, არსენალი - პსვ. მან მოთამაშეებს ჯამში 19 ყვითელი და 1 მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა.
კომენტარები
1 დღის წინ
15 საათის წინ
2 საათის წინ