სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მარიო ბალოტელი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ზაფხულის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო, ჯენოასთან 2025 წლის ივნისამდე შეათანხმა კონტრაქტი.
34 წლის ფეხბურთელი გენუეზური გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალბერტო ჯილარდინოს რამდენჯერმე ელაპარაკა და კარიერის გაგრძელება ჯენოაში მტკიცედ გადაწყვიტა.
წარსულში სუპერ მარიოდ ცნობილი იტალიელი ფორვარდის ბოლო კლუბი თურქული ადანა დემირსპორი იყო, რომელიც მან ზაფხულში დატოვა.
იტალიაში ბალოტელის ინტერში, მილანში, ბრეშიაში და მონცაში აქვს ნათამაშები.
9 ტურის შემდეგ ჯენოა 1 მოგებით და 6 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს, ანუ გასავარდნ ზონაში იმყოფება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები