სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგენდარულ ლოტარ მათეუსს წლევანდელი ბაიერნი ძალიან მოსწონს.
„ეს ყველაზე ძლიერი ბაიერნია, რომელიც ოდესმე მინახავს. ჩემი აზრით, ის პეპ გვარდიოლას გუნდსაც კი სჯობს. ისინი არამარტო გვერდით და უკან პასებით თამაშობენ, არამედ წინსვლასაც ცდილობენ.
რა თქმა უნდა, მეტწილად ეს ყველაფერი შედარებით სუსტ გუნდებთან მოხდა - ისეთებთან, როგორებიც დინამო ზაგრები და ჰოლშტაინ კილი არიან, მაგრამ ლევერკუზენთან თამაშშიც დომინაცია, ერთიანობა და კომპაქტურობა დავინახეთ.
ორივე ცენტრალურ მცველს ბოლო 7-8 თვე სამართლიანად აკრიტიკებდნენ, კომპანიმ კი ისინი სწორ გზაზე დააბრუნა. ახლა ბაიერნი კვლავ საინტერესო საყურებელია." - აღნიშნა მათეუსმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები