Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს პარკ დე პრენსი დიდ მატჩს უმასპინძლებს.
გადავხედოთ დღევანდელი დიდი დაპირისპირების მთავარ მონაწილეებს ორივე გუნდიდან და მათ სეზონს.
კილიან მბაპე
ფრანგი სუპერვარსკვლავი და ბევრის აზრით დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მბაპემ 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა და თანაბომბარდირია.
ერთ მატჩში საშუალოდ ის 4.1-ჯერ ურტყამს, საიდანაც 2-ზე მეტი დარტყმა (2.3) ზუსტია ხოლმე.
ლიგა 1-ში კილიანმა 26 მატჩში 24 გოლი და 6 ასისტი მიითვალა და დარტყმების მხრივ, მას თითქმის იგივე ციფრები აქვს: 4.2 დარტყმა საშუალოდ ერთ მატჩში, საიდანაც 2.1 ზუსტია.
უსმან დემბელე
ბარსელონას ექს-ფეხბურთელს ლიგაზე 7 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია და 1 ასისტი მიითვალა, თუმცა კონტრშეტევების დროს გუნდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.
ფრანგი კარისკენ 2.6-ჯერ ურტყამს (1-ხელ ზუსტად), ლიგა 1-ში კი 23 მატჩში 1 გოლი და 8 ასისტი აქვს.
ჩემპიონატში უსმანი კიდევ უფრო ცოტას ურტყამს - 1.6-ჯერ საშუალოდ კარისკენ, 0.5-ჯერ კარში.
რობერტ ლევანდოვსკი
პოლონელმა ფორვარდმა ამ სეზონში ლიგაზე 7 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა. საშუალოდ ერთ მატჩში რობერტი კარისკენ 2.3-ჯერ ურტყამს, საიდანაც თითქმის ყოველი მეორე დარტყმა ზუსტია ხოლმე.
ლა ლიგაში ციფრები კიდევ უფრო უკეთესია - 28 მატჩი 13 გოლი და 8 ასისტი, საშუალოდ 2.8 კარში დარტყმა ერთ მატჩში, საიდანაც ზუსტი 1.2-ა ხოლმე.
ლამინ იამალი
ბარსას მთავარი იმედი და წლევანდელი აღმოჩენა - 16 წლის შემტევი. ესპანეთის ნაკრების შემტევს ლიგაზე ჯერ გოლი არ გაუტანია, თუმცა 8 მატჩში ცდას არ აკლებს - 2.4-ჯერ ურტყამს კარში, მაგრამ ცუდი სიზუსტით (0.4).
ლა ლიგაში ლამინს წნეხი მოხსნილი აქვს და ბევრად თავისუფლად თამაშობს - 29 მატჩი, 4 გოლი და 3 ასისტი, საშუალოდ 1.4 კარში დარტყმა, საიდანაც თითქმის ყოველი მესამე (0.5) ზუსტია ხოლმე.
კომენტარები
4 საათის წინ
4 საათის წინ
17 საათის წინ