Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
20 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მეორე 1/2 ფინალში ერთმანეთს დორტმუნდის ბორუსია და პარი სენ-ჯერმენი დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართება.
უყურეთ მატჩს პირდაპირ ეთერში adjarabetarena-ზე
1/4 ფინალური წილისყრის დროს, ასეთ ნახევარფინალურ წყვილს ძალიან ცოტა თუ ივარაუდებდა - ბევრის აზრით, ბარსა - ატლეტიკოს 1/2 ფინალი უნდა გვენახა, ან პსჟ - ატლეტიკო მაინც, აი ტერზიჩის გუნდს კი შემდეგ ეტაპზე გასვლის პრაქტიკულად არანაირ შანსს არ აძლევდნენ, თუმცა გუნდმა მადრიდში მინიმალური მარცხის შემდეგ, სიგნალ იდუნა პარკზე სრულიად სამართლიანად იმარჯვა 4:2 და შემდეგ ეტაპზეც დამსახურებულად გავიდა.
საინტერესოა, რომ ამ ორი გუნდის გზები ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უკვე გადაიკვეთა - გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ. პირველივე ტურში პარიზულ მატჩში მასპინძლებმა მშვიდად 2:0 მოიგეს, გერმანული მატჩი კი ბოლო ტურში გაიმართა, როცა დორტმუნდს პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდა, პსჟ-ს კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა. ლუის ენრიკეს გუნდმა სიგნალ იდუნა პარკზე ვერ მოიგო (1:1), მაგრამ 1/8 ფინალში პარალელურად დაფიქსირებული შედეგის გამო მოხვდა - ნიუკასლს რომ მილანისთვის მოეგო, პსჟ ევროპა ლიგაზე გადადიოდა, თუმცა მილანმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ევროპა ლიგის საგზური თავად მოიპოვა, პსჟ კი ჩემპიონთა ლიგაზე დატოვა.
1/8 ფინალში დორტმუნდმა პსვ-ს ბარიერი გადალახა (1:1 სტუმრად, 2:0 სახლში), 1/4 ფინალში ატლეტიკოს აჯობა (1:2 სტუმრად, 4:2 სახლში), ახლა კი პარი სენ-ჟერმენს ხვდება.
თავად პარიზელებმა 1/8 ფინალში სოსიედადს აჯობეს (2:0 სახლში, 2:1 გასვლაზე), 1/4 ფინალში კი ბარსელონას მოუგეს (2:3 სახლში, 4:1 გასვლაზე).
შიდა ჩემპიონატში პარიზს ჩემპიონობის აღნიშვნა არ დასცალდა
ლიგა 1-ს ბოლო გამართულ შეხვედრაში პსჟ-ს ჩემპიონობის საკუთარ სტადიონზე აღნიშვნის შანსი მიეცა, ამისთვის გუნდს გასავარდნ ზონაში მყოფი ლე ავრი უნდა დაემარცხებინა, თუმცა 1:3-დან მატჩი 3:3-მდე შემოატრიალა და ფრე ითამაშა. ამის გამო, გუნდი ჩემპიონი მეორე დღეს გახდა, როცა მონაკომ თავისი მატჩი ვერ მოიგო და პსჟ-ს დაწევის მათემატიკური შანსებიც კი დაკარგა. შესაბამისად, პსჟ-ს ფეხბურთელებმა ჩემპიონობა არა ფანებთან ერთად სტადიონზე, არამედ საკუთარ ტელეეკრანებთან აღნიშნეს.
რაც შეეხება დორტმუნდს, გუნდი ბუნდესლიგაში ძალიან არასტაბილურად გამოიყურება და ამ ეტაპზე ოთხეულშიც კი ვერ შედის - 57 ქულით ტერზიჩის გუნდი მე-4 ადგილოსან ლაიფციგს 5 ქულით ჩამორჩება. წინა ტურში გუნდმა მთავარი კონკურენტის გადასწრების შანსი მიიღო, თუმცა ურთიერთშეხვედრაში მარკო როზემ თავის ყოფილ გუნდს 4:1 მოუგო და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ბორუსიას ოთხეულში შესვლის შანსი პრაქტიკულად მოუსპო.
ოთხეულში სავარაუდო ვერ შესვლის გამო, დორტმუნდს ლიგაზე მოხვედრის ორი ვარიანტი აქვს: ან წელს ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, ან გერმანიამ, იტალიის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 კვოტა უნდა მიიღოს და გაისად ტურნირზე ხუთი გუნდით წარსდგეს. სხვათა შორის, უეფას კოეფიციენტების თანახმად, ამასთან ყველაზე ახლოს სწორედ გერმანიაა და ინგლისს მისი გადასწრების პრაქტიკულად მინიმალური შანსი აქვს - ვერცერთი გერმანული გუნდი [დორტმუნდი, ბაიერნი, ლევერკუზენი] ევროტურნირის ფინალში ვერ უნდა გავიდნენ, ასტონ ვილამ კი კონფერენც ლიგა უნდა მოიგოს.
ვინ რა თქვა:
ედინ ტერზიჩი (დორტმუნდის ბორუსია): ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-სთან საკუთარ კედლებში სრულიად სხვა თამაში ვითამაშეთ. ძალიან განსხვავებული მატჩი იყო, რომელშიც გამარჯვებასთან უფრო ახლოს ვიყავით. პარიზელები ახლა ფორმის პიკზე არიან და ჩვენ ახლა თავი იმაზე უკეთ უნდა წარმოვადგინოთ, ვიდრე მაშინ. დარწმუნებულები ვართ, რომ ახლა მოვძლიერდით. პსჟ-ს გაჩერება ადვილი არ არის. თუმცა, ჩვენ ეს გზა რთული მეტოქეების ბარიერის გადალახვით დავიმსახურეთ.
ლუის ენრიკე (პსჟ): სიამოვნება უნდა მივიღოთ უნიკალური სტადიონზე განსაკუთრებულ მატჩში მონაწილეობის მიღებით და ფინალში ჩვენი ქომაგებისთვის გავიდეთ. კარგი შოუ გველის. შესაძლოა, მეტოქის საჯარიმოსთან სწორი პოზიციების დაკავების დახმარებით, ბევრი გოლიც გავიტანოთ. კლუბის და ფეხბურთელების მხარდაჭერას ვგრძნობ, მაგრამ ეს ჩვენი პროექტის ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ემოციები წნეხად არ უნდა იქნას აღქმული.
სავარაუდო შემადგენლობები:
დორტმუნდი: კობელი, რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი, საბიტცერი, ემრე ჯანი, ბრანდტი, ადეემი, სანჩო, ფულკრუგი
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, ლუკა ერნანდესი, ნუნო მენდეში, ზაირ ემერი, ვიტინია, ფაბიან რუისი, დემბელე, ბარკოლა, მბაპე.
კომენტარები
M
MIRO KULIASHVILI
strimi ar irtveba da rato?
7 საათის წინ
1 დღის წინ
20 საათის წინ