მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
19 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ კილიან მბაპემ გუშინ ავსტრიასთან მატჩში ცხვირი გაიტეხა.
მოედნიდან ფრანგი ფეხბურთელი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა სავარაუდო დიაგნოზი დაადასტურეს.
ფეხბურთელს ოპერაციის გაკეთება ურჩიეს, თუმცა ასეთ შემთხევაში მას 2-3 კვირა ცხვირი საერთოდ გაუნძრეველ პოზიციაში უნდა ჰქონოდა, რაც ევრო 2024-ზე მის მონაწილეობას პრაქტიკულად გამორიცხავდა.
ამიტომ, მბაპემ ოპერაციის გაკეთება არ მოისურვა და ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში ნიღბით ითამაშებს.
თუმცა, ნიდერლანდებთან პარასკევის მატჩში მისი მონაწილეობა ეჭვქვეშ დგას. როგორც ფრანგული პრესა წერს, ფეხბურთელს მოედანზე გასვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა, თუმცა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ექიმების რჩევებს მოუსმენს და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.
ამჟამინდელი სიტუაციით, თუ არაფერი გართულდა, მბაპეს მოედანზე ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, პოლონეთთან ელოდებიან, ან როგორც მინიმუმ მერვედფინალში მაინც.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
6 საათის წინ
7 საათის წინ
9 საათის წინ
11 საათის წინ