Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპემ უკვე იცის, რომ რეალი მზადაა მასთან შეთანხმებას მიაღწიოს ზაფხულის ტრანსფერთან დაკავშირებით.
The Athletic-ის ესპანელი ჟურნალისტის, მარიო კორტეგანას ინფორმაციით, მადრიდული გიგანტის შეთავაზება 2022 წლისაზე დაბალია - ორი წლის წინ, მხარეები ყველაფერზე შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ, ფრანგმა პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
მაშინ, რეალი მბაპეს ტრანსფერის ბონუსის სახით 130 მილიონ ევროს სთავაზობდა, მისი წლიური ხელფასი კი 26 მილიონი ევრო იქნებოდა.
ამჟამად, რეალის ახალი ეკონომიკური გეგმის მიხედვით - რომელშიც კლუბი ფსონს აკეთებს ახალგაზრდებზე, რომელთათვისაც რეალი პრიორიტეტია - მბაპეს შედარებით დაბალი შეთავაზება გაუკეთდა, თუმცა, ის მაინც გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
წყაროს ცნობით, რეალი, ისევე როგორც 2021-ში და 2022-ში, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მბაპე დაიმატოს. ეს ყველაფერი ფლორენტინო პერესის პირადი სურვილია - ფლორენტინო და კილიანი დიდი ხანია კავშირზე არიან, რაც რეალის პრეზიდენტისგან საკმაოდ იშვიათი ნაბიჯია. როგორც წყაროები ამტკიცებენ, ფეხბურთელი პერესს რეალში გადმოსვლის სურვილს მუდმივად გამოუთქვამს.
ახლა, ყველაფერი მბაპეზეა დამოკიდებული - რეალს სურს, მან კონტრაქტი რაც შეიძლება მალე გააფორმოს და ეს ფეხბურთელმა თავადაც იცის, თუმცა მის გარემოცვას გადაწყვეტილებაზე დასაფიქრებლად დრო სჭირდება. თუ ფრანგულ პრესას დავუჯერებთ, საბოლოო გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე იქნება მიღებული.
რეალში გარკვეული ეჭვებით უყურებენ მბაპეს გადაწყვეტილებას, რადგან კლუბი ხვდება, რომ ფრანგს გაცილებით ნაკლებს სთავაზობენ, იმასთან შედარებით, რასაც ის პსჟ-ში იღებს.
პსჟ-სთან დაახლოებული პირის ცნობით, მბაპეს საბაზისო ხელფასი პარიზში, ბონუსების გამოკლებით, დაახლოებით 75 მილიონი ევროა წელიწადში.
კომენტარები
16 საათის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ