სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგი ჟურნალისტის, რომენ მოლინას ინფორმაციით, კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში თამაში აღარ სურს.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Get French Football News, ზემოთხსენებულ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს.
იწერება, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს აღარ სურს გუნდში თამაში, რის სავარაუდო მიზეზადაც დიდიე დეშამთან დაძაბული ურთიერთობა სახელდება.
როგორც მოლინა ხაზს უსვამს, მბაპე ნაკრებში კვლავაც არ იქნება გამოძახებული იქამდე, სანამ რაიმე არ შეიცვლება.
მბაპეს და დეშამს შორის ურთიერთობა გუნდის ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების ფონზე კიდევ უფრო დაიძაბა.
კილიანმა ბოლო ორი სანაკრებო პაუზა გამოტოვა - ის დეშამმა ჯერ ოქტომბერში არ გამოიძახა ნაკრებში, შემდეგ კი, ახლა ნოემბერშიც.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები