სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
16 ივლისს სანტიაგო ბერნაბეუზე კილიან მბაპეს პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სრული ანშლაგით ჩაივლის.
სამშაბათისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავის რეალის მოთამაშედ წარდგენას 85 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრება.
მბაპე ღონისძიებაზე თავის ოჯახთან ერთად იქნება, მადრიდის რეალმა ასევე კლუბის ლეგენდები მოიწვია, რომლებიც ფრანგს სამეფო კლუბში მიეგებებიან.
კილიანი რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის 9-ნომრიან მაისურს ჩაიცმევს. მას არ უთხოვია 10 ნომერი, რადგან ლუკა მოდრიჩის მიმართ სრულ პატივისცემას გამოხატავს.
მბაპე თავის კარიერაში ახალი თავისთვის მზადაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
კომომ 3 ტრანსფერი შეათანხმა
ფეხბურთი