Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპეს წასვლა ახლოვდება, ამიტომ პსჟ-ს სხვადასხვა ფორვარდებს უკავშირებენ.
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ პარიზული კლუბი ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდით, ვიქტორ ოსიმენით ინტერესდება.
იტალიური Repubblica წერს, რომ პსჟ ინტერის ფრანგი თავდამსხმელის, მარკუს ტურამის შეძენით არის დაინტერესებული, რათა გუნდს მომავალ სეზონში მბაპეს გოლების გამოკლება ნაკლებად შეეტყოს.
ფეხბურთელი, რომელიც მილანურ კლუბს გასულ ზაფხულს უფასოდ შეუერთდა, ინტერს კარგად მოერგო და იტალიის ჩემპიონობაში თავისი წვლილიც შეიტანა, ამიტომ ნერაძური მის გაყიდვას მარტივად არ დათანხმდება.
ზემოთხსენებული წყარო ამბობს, რომ პსჟ-ს ტურამის ტრანსფერი შესაძლოა 55 მილიონი ევრო დაუჯდეს.
კომენტარები
19 საათის წინ
1 დღის წინ
2 საათის წინ