Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეო მესის თქმით, ინტერ მაიამი ამ სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.
გუნდს MLS-ის სასტარტო სამ ტურში ორი გამარჯვება და ერთი ფრე აქვს. გასულ სეზონში, ინტერ მაიამი რეგულარული ჩემპიონატის შედეგებით პლეი-ოფში ვერ მოხვდა.
„მიუხედავად ჩვენზე წამოსული ზეწოლისა, ვხვდებით, რომ ძლიერი გუნდი ავაშენეთ და MLS-ის მოგებისთვის ვაპირებთ ბრძოლას. ვიცით, რომ წინ ხანგრძლივი გზაა და ის ჯერ მხოლოდ ახლა იწყება, მაგრამ რეალობა ასეთია: გვყავს გუნდი, რომელიც ბრძოლისთვის მზად არის.
მნიშვნელოვანია სეზონი კარგად დავიწყოთ, პირველი რამდენიმე მატჩი სათანადო დონეზე ჩავატაროთ, იმიტომ რომ შემდეგ ჩემპიონატის მატჩები შეჩერდება და სხვა ტურნირები წამოვა.
სწორედ ასე უნდა დაგვეწყო. მაქსიმალურად ბევრი ქულა უნდ ადავაგროვოთ, ისეთი ტურნირების წინ, როგორებიც კოპა ამერიკა, ლიგების თასი და სხვების წინ, რომელიც წინ გველოდება." - აღნიშნა მესიმ, რომელმაც გუშინ ორლანდოსთან 5:0 მოგებულ მატჩში დუბლი მიითვალა.
კომენტარები
15 დღის წინ
15 დღის წინ
9 დღის წინ