Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას პრეზიდენტმა Nike-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.
როგორც იწერება, კატალონიური კლუბი ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტას და მაისურების წარმოების საკუთარი ბრენდის დაარსებას აპირებს.
El Pais-ის ინფორმაციით, ამ კვირაში კატალონიაში Nike-ს სამი წარმომადგენელი ჩაფრინდა ლაპორტასთან მოლაპარაკებების გასამართად.
საერთო ვახშმის დროს, ბარსას პრეზიდენტმა „ნაიკისგან" კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება ითხოვა, რაზეც პასუხად მიიღო: "მეტი ფული თუ გინდოდა, ლევანდოვსკის მოყვანას, მესი რატომ არ შეინარჩუნეთ?"
Nike-ში აცხადებენ, რომ ლეო მესის წასვლის შემდეგ, ბარსელონასთან თანამშრომლობა მათთვის წამგებიანი გახდა. თანხა, რომლის შეთავაზებაც კომპანიას ახალი კონტრაქტით შეუძლია, ამჟამინდელზე ნაკლებიც კი იქნება, არა თუ მეტი.
კომპანიის წარმომადგენლებმა ისიც განმარტეს, რატომ არ წყვიტავენ ბარსელონასთან ურთიერთობას წამგებიანობის მიუხედავად - ჯერ ერთი, Nike-ს არ სურს მოქმედი და მომავალი კლუბ-პარტნიორებთან ცუდი იმიჯის შექმნა და მერე მეორე, ბარსელონასგან 2021-მდე მიღებული შემოსავალი ანაზღაურებს იმ ფინანსურ ზარალს, რომელიც მათ მესის წასვლის შემდეგ დაადგა.
კომენტარები
2 დღის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ