Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანის გეგმა მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ცნობილია.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, როსონერიში გადაწყვეტილება მიღებულია და სტეფანო პიოლის სეზონის ბოლოს კლუბიდან გაუშვებენ.
იტალიელის გათავისუფლების ფორმალური ნაბიჯები მომავალ კვირებში გადაიდგმება.
მილანელები ევროპა ლიგას რომასთან დაპირისპირებაში გამოეთიშნენ, სერია ა-ში კი გუნდი მე-2 ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ინტერს 14 ქულით ჩამორჩება.
პიოლი მილანს 2019 წლიდან წვრთნის. 2021-22 წლების სეზონში მისი თავკაცობით გუნდმა სერია ა მოიგო.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ